ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული

კარდანახის მამული მდებარეობს სოფელ კარდანახში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონში.

მამული აერთიანებს 1884-86 წლებში აშენებულ ისტორიულ შენობებს, სადაც შესაძლებელია სტუმრების განთავსება. 

კარდანახის მამულში მეღვინეობის ისტორია იწყება 1904 წლიდან, სადაც დღემდე გამოიყენება იმ პერიოდის უძველესი ქვევრები. ღვინოებს აწარმოებს იურიდიული პირი რკ კახეთი, ორი ბრენდის ქვეშ:

"შაშვის ღვინო" (Blackbird Wine)

ლიმიტირებული და იშვიათი ღვინოები "კარდანახის მამული" (Kardanakhi Estate).

რკ კახეთი იყენებს იუნესკოს მიერ დაცულ ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიას. მამულში მზადდება 20-მდე დასახელების პროდუქტი, მათ შორის: თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები, შემაგრებული ღვინოები, პორტვეინი და ჭაჭა.

კარდანახის მამული სტუმრებს სთავაზობს ღვინის დეგუსტაციას ადგილზე, შიდა ტურებს ლაგოდეხისა და სიღნაღის მიმართულებით, კომფორტულ განთავსებას და ადგილობრივ კულინარიულ სიამოვნებას. სტუმრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ქართული კერძების მასტერკლასებს და აღმოაჩინონ ტრადიციული გემოს მრავალფეროვნება.

კარდანახის მამული გპირდებათ დაუვიწყარ გამოცდილებას – ისტორიული მეღვინეობის ტრადიციებით, თანამედროვე კომფორტით და კახეთის ულამაზეს გარემოში დასვენებით.

წევრები

მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე