ხატია ჯახუა

მარანი არგვანი

„არგვანი“ სამეგრელოში სოფელ აბედათში, მარტვილის ცენტრიდან ცხრა კილომეტრშია.

ხატია ჯახუას “არგვანის“ მეღვინეობას რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ოჯახი მევენახეობას დიდი ხანია მისდევს. აქ მუდამ იმართებოდა რთველი, ღვინო კი საწნახელში იწურებოდა. მივიწყებული ტრადიცია რეალობად აქცია. ვენახი ხელახლა გააშენა და სრულიად ახალი მარანი ააგო.

ვენახის ძირითადი ნაწილი ვაზის მეგრულ ჯიშებს, ოჯალეშსა და ჭვიტილურს უჭირავს. მეღვინე ქართული და ევროპული ვაზის კუპაჟებსაც ქმნის.

პროფესიით მხატვარი მასპინძელი ქართული ორნამენტების ხატვას გასწავლით და გულდასმით აგიხსნით იმ დეტალების ისტორიულ მნიშვნელობას, რასაც შემოგარენში ნანახ ისტორიულ ძეგლებზე შენიშნავთ.

„არგვანში“ სტუმრობისას მარტვილის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობით.


წევრები

თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი