ასოციაციის შესახებ

ქალი და ღვინო ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული საქართველოში, როგორც არსად მსოფლიოში. XIX საუკუნის დასაწყისში ქართველი ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში. ამის ნათელი მაგალითია ბარბარე იმერლიშვილი, სალომე დადიანი, ეკატერინე ფორაქიშვილი სხვანი და სხვანი.

ასეთი დიდი ტრადიციების გათვალისწინებით, 2020 წელს დაარსდა ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“- რომლის მიზანია თანამოაზრე ღვინის მწარმოებელი ქალბატონების გაერთიანება და ქალის როლის განმტკიცება მეღვინეობის სფეროში. ასოციაციის საქმიანობა მოიცავს ცოდნის გაღრმავებას, პროფესიულ და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.

ასოციაცია აერთიანებს 50-მდე ქალს, მათ შორის მეღვინეებს, მევენახეებს, მეწარმეებს, ღვინის ბლოგერებს, მარკეტინგის მენეჯერებს და ა.შ.

ასოციაცია არის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს EUGBC-ის წევრი, მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ქვეყნის ქალ მეღვინეთა ორგანიზაციებთან.

წევრები

მარიამ

მარიამ მინაძე

მინაძის მარანი ფერსვი
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
თამარ

თამარ მოსიაშვილი

მამისეული მარანი
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო