თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ

2018 წელს, პროფესიით კომპიუტერულმა ტექნოლოგმა, თინათინ ჯახუამ დააარსა მარანი „თინათინი“. მარანი კახეთში, საგარეჯოს რაიონის მომხიბვლელ სოფელ ბადიაურში მდებარეობს. სწორედ ამ სოფელშია გაშენებული თინათინის ვენახები, სადაც ხარობს საფერავი, რქაწითელი, მწვანე კახური და სხვა უნიკალური ქართული ჯიშის ყურძენი.

თინათინის სიყვარული მეღვინეობისადმი ბავშვობიდან იღებს სათავეს. მის ოჯახს მუდამ ჰქონდა საკუთარი ვენახი და ტრადიციულად ამზადებდა ღვინოს პირადი მოხმარებისთვის. ამ გატაცებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მისმა ბებიამ, ასევე თინათინმა, რომლის სახელიც უკვდავყოფილია მარნის სახელწოდებაში.

2016 წლიდან თინათინმა გადაწყვიტა საფუძვლიანად შეესწავლა ღვინის ტექნოლოგია, მევენახეობა-მეღვინეობის ხელოვნება და დეგუსტაციის დახვეწილი პრინციპები.

„თინათინის“ ღვინო წარმატებით მონაწილეობს მრავალ გამოფენასა და ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მარნის პროდუქცია უკვე ექსპორტზე გადის ამერიკასა და ინგლისში.

მარნის ასორტიმენტი:

  • საფერავი - წითელი მშრალი
  • საფერავი Light - ვარდისფერი მშრალი
  • მწვანე კახური - თეთრი მშრალი
  • რქაწითელი - თეთრი მშრალი

წევრები

ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
შორენა

შორენა ბოჭორიშვილი

მარანი ღვენახე
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
მარი

მარი ღვედაშვილი

ქიზიყური ტრადიციული
მანანა

მანანა ახვლედიანი

მადამვაინი