FEMINA VINA - ქალი მეღვინეების პირველი ფესტივალი

26/04/2026

25 აპრილს თბილისში, ღვინის ბარმა „საძველემ“ უმასპინძლა ქალ მეღვინეთა ფესტივალს — FEMINA VINA, რომელიც ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ და ღვინის სკოლა VINEMO-ს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე ქალი მეღვინე და მეწარმე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეთა უმეტესობა მცირე მეწარმეა, რომელთაც ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, რის გამოც მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ცნობადობის ზრდასა და ბაზართან კავშირის გაძლიერებაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც უკვე ცნობილი, ისე დამწყები მარნები, რომლებიც აქტიურად ვითარდებიან ქართულ მეღვინეობაში.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მცირე წარმოების, ხშირად უნიკალური ღვინოები, მოესმინათ მათი შექმნის ისტორიები და უშუალოდ ეკონტაქტათ მწარმოებლებთან. ფესტივალი ასევე იქცა სივრცედ პროფესიული ურთიერთობებისა და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოსაყალიბებლად.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე HoReCa სექტორის წარმომადგენლები, რაც მონაწილეებისთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის პროდუქციის წარდგენისა და ახალი პარტნიორობების განვითარების მიმართულებით.

FEMINA VINA-ს მიზანია ქალთა როლის გაძლიერება ქართულ მეღვინეობაში, მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა.

ორგანიზატორები მომავალში გეგმავენ მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გაგრძელებასა და პროფესიული მასტერკლასების განვითარებას, რათა ქართველი ქალი მეღვინეების პროდუქცია უფრო ფართო აუდიტორიას და საერთაშორისო ბაზრებს გააცნონ.

სიახლეები

წევრები

ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
მარინა

მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
თამარ

თამარ გერლიანი

მეღვინეობა მალატი