მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო

მარინას აგროტურისტული მეურნეობა მდებარეობს ქართლში, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში.

მარანში ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დაიწყო 2003 წლიდან. ვენახები ოჯახის საკუთრებაა და მუშავდება ბიო მეთოდებით, მუხრანის ველზე (2,5 ჰექტარი) და 0,5 ჰექტარი სოფელ მანავში.

ოჯახი აწარმოებს ჩინურის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით ქვევრში ნატურალურ ღვინოს, ჭაჭას და ხელნაკეთ ლუდს.

2012 წლიდან კი იწყება მანავის ზონიდან „მარინას“ სახელით ღვინის წარმოება, მწვანეს ჯიშისგან ქვევრში ტრადიციული მეთოდით, რასაც 2014 წლიდან ემატება პეტნატის წარმოება.

დღეისათვის ოჯახი წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 10000 ბოთლ ღვინოს.

2006 წლიდან ღვინო გადის ექსპორტზე: იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ჰოლანდიაში, დანიაში, შვედეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, კორეაში, ჩინეთში და ამერიკაში.

მაისში მეურნეობის ტერიტორიაზე ეწყობა ღვინის ფესტივალი „შერკილები“.

წევრები

მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
ნინა

ნინა ქოჩიაშვილი

კარდანახის მამული
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ