მარინა კაკიაშვილი-რუაძე

ექიმის ბიო-მარანი

„ექიმის ბიო-მარანი“ კახეთის გულში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს.

ისტორია 2020 წელს  დაიწყო. პროფესიით ექიმებმა მარანსაც სახელი „ექიმის ბიო-მარანი” ამიტომ შეურჩიეს.

თავიდან ღვინის წარმოება ოჯახისთვის დაიწყეს, მაგრამ შემდეგ  ღვინოზე მოთხოვნილების გაზრდის გამო ჰობი ბიზნესად გადაიქცა.

მარანი აწარმოებს ქვევრის ბუნებრივ ღვინოს. ვენახები მდებარეობს ახაშენის მიკროზონაში და “ფაფრის მინდვრებზე” სადაც მხოლოდ გამოიყენება ბიო პრეპარატები.

ექიმები სამი ჯიშის ყურძნისგან აწარმოებენ ხუთი  სახეობის ღვინოს:

  • საფერავი
  • როზე
  • ხიხვი
  • ხიხვი-რქაწითელი
  • რქაწითელი

2022 წელს ექიმის „ბიო-მარნის“ საფერავმა მიიღო ჯილდო Sommeliers choice award, ხოლო 2023 წელს კი რქაწითელმა მიიღო ოქროს მედალი ბრიტანულ საერთაშორისო კონკურსზე IWSC International Wine and Spirit Competition. 

2021 წელს, ექიმის-ბიო მარანმა დაიწყო ღვინის ექსპორტი იაპონიაში, შემდეგ კი ინგლისში.   

მონაწილეობა აქვთ მიღებული ღვინის მრავალ საერთაშორისო გამოფენაზე: RAW WINE Tokyo,  Berlin,  Paris,  Copenhagen,  London,  Krakow და სხვა.


წევრები

სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ქეთევან

ქეთევან ალადაშვილი

ქეთევაინი
მირანდა

მირანდა ჩხეტიანი

მირანდას ღვინო
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
ნონა

ნონა მჭედლიშვილი

მეღვინეობა დანო
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი