კრაკოვში ქართველი მეღვინე ქალების პროდუქციის გამოფენა გაიმართა

05/12/2022

2022 წლის 3-4 დეკემბერს, ქალაქ კრაკოვში, პროექტის "ქართველი მეღვინე ქალები საზღვრებს გარეშე" ფარგლებში, ქართველი მეღვინე ქალების პროდუქციის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ასოციაცია "ქალები ღვინის ინდუსტრიაში" დამფუძნებლები მანანა ახვლედიანი და მაია კაციტაძე, და კომპანია "ლილეს" დამფუძნებელი ქეთო ფრანგულაშვილი.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 20-მა მეღვინე ქალბატონმა ასოციაცია "ქალები ღვინის ინდუსტრიაში"-დან.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა, ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც ქართულ მეღვინეობას ქალის პერსპექტივიდან წარმოადგენდა.

4 დეკემბერს ქართველ და პოლონელ მეღვინეებსა შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ღონისძიების ფარგლებში ქართული და პოლონური ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების მთავარი მიზანი იყო, ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობა. მეღვინე ქალებმა წარმატებით შეძლეს ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის წარმოჩენა, რითაც ხაზი გაუსვეს ქართული მეღვინეობის მდიდარ ტრადიციებს.

ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ პროექტის სრულად დაფინანსებისთვის და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თამარ მეტრეველს, რომლის გარეშეც პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

სიახლეები

წევრები

მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
თამარ

თამარ მოსიაშვილი

მამისეული მარანი
ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
ნანუჩი

ნანუჩი სხულუხია

იმერეთის მარგალიტი
თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
სოფო

სოფო მუჩიაური

სოფოს საოჯახო მარანი
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
გულნარა

გულნარა რომანაძე

პონგინო ვაინ
თამარ

თამარ ხვედელიძე

მარანი ორთა
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი