FAO-ს ინიციატივით თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მევენახეობის დარგში

15/05/2024

2024 წლის 15 მაისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში" (WIWI) წევრებისთვის გაიმართა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი მევენახეობის დარგში.

ტრენინგი ჩაატარა FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტმა მევენახეობის დარგში ხულიო პიტრო დიასმა.

ტრენინგის დროს განხილულ იქნა თემები:

  • ვაზის მავნებლების და დაავადებების ინტეგრირებული მართვა
  • ორგანული და რეგენერაციული პრაქტიკები
  • ვაზის მწვანე ოპერაციები

პრაქტიკული ნაწილი კი შეეხებოდა ვაზის მწვანე ოპერაციებს, ასევე მავნებლების და დაავადებების იდენტიფიცირება/მონიტორინგს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ ხულიოსთვის, რომელიც გახლავთ მევენახე ინჟინერი და აქვს ვენახის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება ესპანეთში და მის საზღვრებს გარეთ. ტრენინგს, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი Dr. Natalia Dinello.

შეხვედრას უმასპინძლა საოჯახო მარანმა „დემის მარანი - Demis Winery“.

სიახლეები

წევრები

ანი

ანი ჩუთლაშვილი

ულევარის ველის მეღვინეობა
ნინო

ნინო გოზალიშვილი

ღვინო ვერხვიანი
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
ნინი

ნინი ჩხეიძე

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
გოგონა

გოგონა ფანჩულიძე

შატო დემი
თინათინ

თინათინ ჯახუა

მარანი თინათინ
თამარ

თამარ ღვალაძე

ბაიას ღვინო
სოფიო

სოფიო სამთელაძე

ლომთაძის ოჯახის ღვინო
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე