ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა WinExpo 2025

09/06/2025

6-დან 8 ივნისის ჩათვლით ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა Winexpo გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“. სადაც ასოციაციის წევრებმა საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს და ფესტივალის სტუმრებისა თუ პროფესიონალების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურეს. ეს მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი ქალების მზარდ წვლილს ღვინის სექტორში და მათ პროფესიონალიზმს, რაც სულ უფრო მეტად განაპირობებს ინდუსტრიის მრავალფეროვნებასა და ხარისხს.

გარდა წარმატებული წარდგენისა, ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების ფარგლებში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსშიც და სხვადასხვა მედლებით დაჯილდოვდნენ.

ეს აღიარება ხაზს უსვამს მათი ღვინოების მაღალ ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ ასოციაცია დიდ მადლობას უხდის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) და Winexpo-ს გუნდს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ასოციაციის წევრების წარმატებულ მონაწილეობასა და წარმოჩენას ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე.

სიახლეები

წევრები

თამარ

თამარ გურგენაშვილი

მარანი თამარინი
თამარ

თამარ მოსიაშვილი

მამისეული მარანი
სალომე

სალომე მანძულაშვილი

მანძულას მარანი
ხატია

ხატია ჯახუა

მარანი არგვანი
ელი და სალომე

ელი და სალომე უზუნაშცილები

უზუნაშვილების მუკუზნის მარანი
მაია

მაია კაციტაძე

მარანი საჩინო
სანათა

სანათა წიწუაშვილი

მარანი ლაგვანი
ნინო

ნინო ნინუა

ბაბანეურის მარანი
მარინა

მარინა კურტანიძე

მარინას ღვინო
ლელა

ლელა სვიმონიშვილი

ლილე
ნათია

ნათია ომიაძე

საოჯახო მეღვინეობა ვაინ ველი
ია

ია იმერლიშვილი

იას მეღვინეობა