ლელა პროფესიით ბიოლოგია, თუმცა ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბავშვობიდანვე იყო მისი ცხოვრების ნაწილი.
რამდენიმე წელია, რაც ლელამ პროფესიონალურად შეისწავლა მინანქრის კეთება.
ქმნის სამკაულს და აქსესუარებს სხვადასხვა მასალით და სხვადასხვა თემაზე.
მისთვის ყველაზე ძვირფასი ღვინის თემაა, სადაც გაერთიანებულია დიდი სიყვარული ერთი მხრივ ვაზის, ქვევრის, ღვინის და მეორე მხრივ ხელნაკეთი ნივთების მიმართ.