ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრების წარმატება IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე
საქართველომ წელს მეოთხედ უმასპინძლა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კონკურსს — IWSC Wine & Spirit Judging. ღონისძიება 24-28 ნოემბერს ბათუმში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
კონკურსის ფარგლებში საერთაშორისო ჟიურიმ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მრავალფეროვნება შეაფასა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასოციაციის „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ წევრების მონაწილეობა და მათი მიღწეული შედეგები:
ვერცხლის მედალი: „უზუნაშვილების მუკუზნის მარანი“ — ალუბლისა და საფერავის ლიქიორი „სემელე“ (2024).
ბრინჯაოს მედალი: „მარანი ლაგვანი“ — მწვანე კახური (2020) და კახური მცვივანი (2022).
ბრინჯაოს მედალი: „მარანი ზოდი“ — ცოლიკოური (2024) და ქვიშხური (2024).
ბრინჯაოს მედალი: „მამისეული მარანი“ — რქაწითელი (2022).
საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული ეს შეფასებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი წევრების მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და მათ წვლილს ქართული მეღვინეობის განვითარებაში.